შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული ბაბუის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ არასრულწლოვნისთვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი განაცხადა

შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული ბაბუის ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, პროკურატურამ არასრულწლოვნისთვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ზურაბ თოდუამ „ინტერპერსნიუსს“ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დღემდე საქმეში არ დევს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ბაბუის მიერ შვილიშვილის გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია.

„შიდა ქართლის რაიონულმა პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობა არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ჩემი კითხვა ასეთი იყო, თუ რამდენად სწორად აღიქვამს და გადმოსცემს დაზარალებული არასრულწლოვანი აღქმულ მოვლენებს. ასევე, დღემდე ბრალდება საქმეში არ დებს სამხარაულის საექსპერტო დასკვნას, რომლითაც დადასტურებულია, რომ არავითარ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. სამხარაულის ბიუროდან გუშინ გამოვითხოვე ინფორმაცია, თუ როდის წაიღო დასკვნა ბრალდებამ ამ უწყებიდან“, - აცხადებს თოდუა.

ცნობისთვის, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალებული 53 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა 12 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება); 11 პრიმა, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან); 11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“, მეოთხე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ნდობის გამოყენებით) და 11 პრიმა, 139-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ოჯახის წევრის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა