მიხეილ სარჯველაძე - 27 ოქტომბერს დაანონსებული ღონისძიება საკუთარი მომხრეებისთვის მუხტის გაღვივების, მობილიზების ერთგვარი ხერხია, რაც მგონი აბსოლუტურად ლეგიტიმურია

27 ოქტომბერს დაანონსებული ღონისძიება საკუთარი მომხრეებისთვის მუხტის გაღვივების, მობილიზების ერთგვარი ხერხია, რაც მგონი აბსოლუტურად ლეგიტიმურია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 27 ოქტომბერს დაანონსებული ღონისძიება არა ძალის დემონსტრირება, არამედ შემაჯამებელი შეხვედრაა.

„ნუ გაუკეთებთ ამას ასეთ ინტერპრეტაციებს და ერთადერთ ახსნად ნუ მოვიხსენიებთ, რომ ეს არის ძალის დემონსტრირება. თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით ეს არის რა თქმა უნდა, საკუთარი მომხრეებისთვის მუხტის გაღვივების, მობილიზების ერთგვარი ხერხი, რაც მგონი აბსოლუტურად ლეგიტიმური, ნორმალური და სავსებით მისაღები აქტივობაა პოლიტიკური პარტიისთვის. წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდება, გასაზიარებელი მსჯელობა არ გახლავთ”, - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა