ამირან გამყრელიძე - ვინც მიტინგს, თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით, უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან რეკომენდაცია

ვინც მიტინგს, თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით, უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან რეკომენდაცია: ყველას ჰქონდეს პირბადე, დისტანცირებულები იყვნენ და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, ყველგან ატარონ პირბადე, შინ და გარეთ, დახურულ თუ ღია სივრცეებში.

„მგონი, თავი მოგაბეზრეთ, რომ დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს.

ერთადერთი, რაც ამ პანდემიის დროს არ აკრძალულა, იგივე საგანგებო მდგომარეობისას, ეს იყო პოლიტიკური პროცესი.

მე, პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, თუმცა, რეკომენდაციას ვაძლევ, ვინც მიტინგს თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით. მე ვერ ავუკრძალავ, კანონი ამას არ კრძალავს, მაგრამ უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან რეკომენდაცია: ყველას ჰქონდეს პირბადე, დისტანცირებულები იყვნენ, რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს ეს პროცესი",- აღნიშნავს გამყრელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა