ოპოზიცია დღეს ზუგდიდში აქციას გამართავს

ოპოზიცია დღეს, ზუგდიდში აქციას გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განუცხადა, აქცია 20:30 საათზე, ზუგდიდის მერიასთან გაიმართება.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანი საკითხია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, რაზეც გადის ქვეყნის თავისუფლების ზღვარი.

„აქციას ჰქვია „ბრძოლა გამარჯვებისთვის“. აქცია ზოგადად უკავშირდება ფაქტს, როდესაც ასეთ ისტორიულ ბრძოლაში წყდება არა ერთი, რომელიმე კონკრეტული პარტიის ბედი, არამედ წყდება ის, თუ როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ ხვალ. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რაზეც ახლა გადის საქართველოს თვისუფლების ზღვარი. ეს არის ძირითადი არსი, რის გამოც იმართება აქცია“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა