კობა ნაყოფია - ხელისუფლების აქციები როგორც მთავრდება ბევრჯერ აქვს ქვეყანას ნანახი, სჯობს მიხედონ საქმეს, უამრავი გაჭირვებულია ამ ქვეყანაში

ხელისუფლების აქციები როგორც მთავრდება ბევრჯერ აქვს ქვეყანას ნანახი, სჯობს მიხედონ საქმეს, უამრავი გაჭირვებულია ამ ქვეყანაში, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია 27 ოქტომბერს ,,ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ აქციას.

მისი განცხადებით, ხელისუფლება საჯარო სექტორის წარმომადგენლების მეშვეობით ცდილობს აქციის მონაწილეების მობილიზებას და მათგან განსხვავებით, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე გულანთებული ადამიანები თავიანთი ნებით მივიდნენ.

„ზუსტად ვიცი, რომ სკოლის მასწავლებლებს, ბაღის მასწავლებლებს და კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ავალებენ წამოიყვანონ ოჯახის წევრები და ამით აპირებენ აქციის ჩატარებას. თქვენ იხილეთ 14 ოქტომბერს გულანთებული ადამიანების აქცია, რომლებიც ნამდვილად ქვეყნის პატრიოტები არიან და მოვიდნენ თავისი ნებით. ხელისუფლების აქციები როგორც მთავრდება ბევრჯერ აქვს ქვეყანას ნანახი. სჯობს, მიხედონ საქმეს, უამრავი გაჭირვებულია ამ ქვეყანაში. სჯობს ამ პრობლემებით დაკავდნენ, ვიდრე ხარჯონ ფული ამ ადამიანების თბილისში ჩამოსაყვანად”, - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა