მიხეილ სააკაშვილის  ადვოკატი - შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა

საუბარი, რომ თუ ოპერაცია იქნება საჭირო მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, სრული აბსურდია. შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლება წირავს მიხეილ სააკაშვილს და ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს.

„ხელისუფლებამ საკუთარი ინიციატივით შექმნა კონსილიუმი, სადაც შეიყვანა სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და განაცხადეს, რომ კონსილიუმის რეკომენდაციებს შეასრულებდნენ ზედმიწევნით. ჩვენ ვნახეთ კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმად, შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არსებობს ის მდგომარეობა, როდესაც ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. ამ ჩარევის რესურსი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ არსებობს, ამის მიუხედავად, ხელისუფლება არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და საუბარია, რომ თუ ოპერაცია იქნება საჭირო მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია. შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა, ოპერაცია შეიძლება სულაც არ იყოს კავშირში”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვების დაუკითხავად მოათავსონ, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისგან არაფერი არ არის გამორიცხული.

,,ნამდვილად არაფერი არ არის გამორიცხული ამ ხელისუფლებისგან იმდენად სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ და მოქმედებენ”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილს არ აქვს არანაირი საჭიროება იმისა, რომ გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში. მინისტრის განმარტებით, არანაირად არ ხდება პაციენტის იძულებითი წესით განთავსება პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში და ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილისთვის ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა