აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ელექტრონული კომერციის საიტების საშუალებით იარაღით, ნარკოტიკებით და სხვა უკანონო საქონლით ვაჭრობისთვის 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

აშშ-სა და ევროპის ქვეყნების სამართალდამცავებმა ე.წ. დარქნეტის (Darknet) ელექტრონული კომერციის საიტების საშუალებით იარაღით, ნარკოტიკებითა და სხვა უკანონო საქონლით მოვაჭრეების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს,- ინფორმაციას ნიდერლანდური მედია „ევროპოლზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამოღებულია 26.7 მილიონი ევროს ოდენობის ნაღდი ფული და კრიპტოვალუტა და 234 კილოგრამი ნარკოტიკი.

დაკავებულია აშშ-ის 65, გერმანიის 47 და ბრიტანეთის 24 მოქალაქე, ასევე ნიდერლანდების, საფრანგეთის, შვეიცარიისა და ბულგარეთის მოქალაქეები. ე.წ. დარქნეტის ბაზრები არის ელექტრონული კომერციის საიტები, რომლებიც შექმნილია ჩვეულებრივი საძიებო სისტემების მიღმა. ისინი პოპულარობით სარგებლობენ კრიმინალებში, რადგან მყიდველებისა და გამყიდველების მიკვლევა, უმეტესწილად, შეუძლებელია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის