ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის პრობაციისა და პენიტენციური სისტემის სპეციალისტები გადამზადდნენ

ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის პრობაციისა და პენიტენციური სისტემის სპეციალისტები გადამზადდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა ინტენსიური ტრენინგი გაიარეს. მოდული თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა.

„გადამზადება სისტემაში დასაქმებულ სპეციალისტებს ძალადობრივი ქცევის მქონე პირებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური მომსახურების მიწოდებაში დაეხმარება. ტრენინგი სპეციალისტების საქმიანობის ეფექტიანობას გაზრდის, რაც ძალადობრივი ქცევის შემცირებას შეუწყობს ხელს.

ფასილიტატორების გადასამზადებელი კურსის მიმდინარეობას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ბუბა ლომუაშვილი ადგილზე გაეცნო.

პარტნიორზე მოძალადე პირებისთვის ქცევის კორექციის პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women-ის მხარდაჭერით დაინერგა. „ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსი“ სხვადასხვა მოდულს აერთიანებს. კურსი ოჯახში გენდერულ ძალადობას, აგრესიის მართვის მეთოდებს, წყვილებს შორის ძალადობრივი, აგრესიული სქესობრივი ქცევის იდენტიფიცირებას, მათი შედეგების გაცნობიერებასა და ემოციების მართვის საკითხებს მოიცავს.

ტრენინგი 22 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დაიხურება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს