თეა გოდოლაძის განცხადებით, ლისის და მთაწმინდის ფერდობებზე განაშენიანება უნდა აიკრძალოს

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ლისისა და მთაწმინდის ფერდობებზე განაშენიანება უნდა აიკრძალოს.

როგორც გოდოლაძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ლისისა და მთაწმინდის ფერდებზე განაშენიანების პროცესი ყოველთვის გამოიწვევს მეწყერსაშიში ზონების პროვოცირებას.

„ლისისა და მთაწმინდის ფერდებზე განაშენიანების ეს ფორმა არის კატეგორიულად ასაკრძალი. მათი გეოლოგიური სტრუქტურიდან გამომდინარე ასეთი ტიპის დატვირთვა ყოველთვის გამოიწვევს მსგავს პროცესებს, ეს პროცესები არ გაჩერდება. ლისის ფერდი არ არის მხოლოდ მაჭავარიანის ქუჩა, დაწყებული ნუცუბიძიდან ვაშლიჯვრის ბოლო კორპუსამდე არის ლისის ტბის ფერდი და მას აქვს ერთი გეოლოგიური სტრუქტურა, სადაც ასეთი ტიპის ჩარევა ყოველთვის გამოიწვევს მეწყერსაშიში ზონის პროვოცირებას. ჩაჭრეს გზა მაჭავარიანზე - დაიძრა მეწყერი, მთლიანად მეწყერსაშიშ უბანზე გაიყვანეს რაღაც სულელური გზა, რომელიც გელოვანს უერთდება, რაც ნიშნავს, რომ ეს დანაპრალება კი აღარ არის, ფაქტობრივად, ეს არის ბომბი ქალაქში. მეწყერსაშიში ადგილების გამაგრების პროცედურები ძალიან მძიმე პროცედურებია, რომლის არც საინჟინრო გამოცდილება, არც პრაქტიკა და არც სპეციალისტები გვყავს“, - განაცხდა გოდოლაძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით, ქალაქის განაშენიანება პოლიტიკოსების საქმე არ არის და ამაზე შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა უნდა იზრუნონ.

„კიდევ გააგრძელებთ ამ ფერდის ასე შეხებას? უარესს მიიღებთ! აუცილებელია პროფესიონალები დასხდნენ და იმსჯელონ, პოლიტიკოსების გადასაწყვეტი ქალაქის განაშენიანება არ არის, მე რასაც ვხედავ, საერთოდ არაფერი ესმით რას აკეთებენ, არც პოზიციას და არც ოპოზიციას, მძიმე დარგია და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამას პოლიტიკოსი არ წყვეტს, წყვეტენ ურბანისტები, გეოლოგები და ინჟინერები. სეისმურად ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ლისზე რომ 5-6-7 მაგნიტუტიის მიწისძვრა მოხდეს, რისი პოტენციალიც ლისის ფერდს ნამდვილად აქვს, მერე რას აპირებენ?!“ - განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გოდოლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო