გრიგოლ ვაშაძე - საქართველო რომ შემოვიაროთ და ყველა მუსიკოსი თბილისში ერთად შევყაროთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ერთი ევროპის კლასის ორკესტრს ვერ დავაკომპლექტებთ

საქართველო რომ შემოვიაროთ და ყველა მუსიკოსი თბილისში ერთად შევყაროთ, სრული პასუხისგებლობით გეუბნებით, ერთი ევროპის კლასის ორკესტრს ვერ დავაკომპლექტებთ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა და აქვე დასძინა, „საქართველოს კულტურა რომ წაართვა, ვიქნებით ტანზანია“.

ვაშაძემ ყურადღება მუსიკალური სასწავლებლების მასწავლებელთა მდგომარეობაზე გაამახვილა და როგორც განაცხადა, მათ პედაგოგის სტატუსი უნდა მიენიჭოთ.

„არის სრული დისკრიმინაცია. ჩვენ მალე აღარ გვეყოლება პედაგოგები, რომლებიც გორში, ქუთაისში, თბილისში ათწლედში ბავშვებს მუსიკას ასწავლიან. ამის შემდეგ ვიქნებით იმ დღეში, რა დღეშიც ვართ. თუ ჩვენ ამ ხალხს პედაგოგის სტატუსი არ მივეცით, ძალიან მძიმე, მაგრამ ნაკლებადშემოსავლიანი და არაპრესტიჟული სამსახური საერთოდ გაქრება. კონსერვატორიაში ჩასაბერ ინსტრუმენტებზე აღარავინ მიდის“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ კულტურის კომიტეტის სხდომაზე.

ვაშაძემ აღნიშნა ისიც, რომ “თურქეთში ჩაის საკრეფად მიდიან ადამიანები, ვინც ბავშვებს ფორტეპიანოსა და ვიოლინოს უნდა ასწავლიდეს“.

თავად კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით ცვლილებები საჭიროა. ბოლქვაძის ინფორმაციით, მუსიკალურ სასწავლებლებში მასწავლებელთა ხელფასი 27 ლარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა