შემოსავლების სამსახური - ინფორმაცია, თითქოს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, იმყოფებოდა თურქეთში, სადაც კრიმინალურ ავტორიტეტებს შეხვდა, სიცრუეა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომელსაც ავრცელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე, თითქოს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, პირველი ტურის გამარჯვების შემდეგ იმყოფებოდა თურქეთში, სადაც შეხვდა კრიმინალურ ავტორიტეტებს, რაც არის სრული სიცრუე, მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელი 7-10 ოქტომბერს იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ იზმირში და ესწრებოდა სამმხრივ შეხვედრას.

„ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე საფარ მეჰდიევი და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა თურაგაი.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტო ალბომი განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, ასევე აზერბაიჯანის საბაჟო სახელმწიფო კომიტეტის ვებგვერდზე და აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერნეტ სააგენტოებში“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა