ნიკა გვარამია  - ცენტრს „ემპათია “ თხოვნით მივმართავთ, გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის  ორგანიზება  - არ ვენდობით კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი

განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმს და ცენტრს „ემპათია“ მივმართავთ თხოვნით, გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზება, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც გვარამიამ განმარტა, არ ენდობიან იმ კონსილიუმს, რომელშიც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი.

„რაც შეეხება კონსილიუმს, მიხეილ სააკაშვილი ღრმა პატივისცემას და სრულ ნდობას გამოხატავს კონსილიუმში შემავალი ექიმების მიმართ. თუმცა, ჩვენ განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმს და ცენტრს „ემპათიას“ და მარიამ ჯიშკარიანს, იმას, ვისაც ვენდობით ჩვენც და ენდობა საზოგადოებაც, მივმართავთ თხოვნით, რომ გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზება საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით. თუ სურთ იმ ექიმებს მონაწილეობის მიღება, ვინც ამ კონსილიუმშიც არის დიდი სიამოვნებით მივესალმებით მათ ყოფნასაც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კონსილიუმის ჯგუფში. ჩვენ არ ვენდობით იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი. სხვათა შორის, გაურკვეველია, რატომ იღებს, ამის რა კვალიფიკაცია აქვს, სადაც მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც გააკეთა ის განცხადებები, რაც გააკეთა. ამ ადამიანებს უკვე წინასწარ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება, ამას არც მალავენ და შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება კონსილიუმის ფორმატში განხილვები, როდესაც არცერთი ექიმის რეკომენდაციას პენიტენციური დაწესებულება არ ითვალისწინებს“, - აცხადებს გვარამია.

მისი თქმით, ალტერნატიული კონსილიუმის წევრებს, თუ არ მიეცემათ მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება, მის ჯანრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით, დაცვის მხარისთვის ესეც პასუხია.

„ჩვენ ვამზადებთ ძალიან სერიოზულ და მრავლის მომცველ სარჩელს, რომელიც ძალიან მალე შევა ევროპის ადამიანის უფლბათა დაცვის სასამართლოში. ყოველი, ყოველგვარი უარი, უფლებრივი შეზღუდვა ეს არის პასუხი, რომელსაც ჩვენ საქმეში ყოველსაათობრივად ვამატებთ. ყველა ის განცხადება, რომელიც მოისმინეთ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან, ყველა ის ნაბიჯი და ქმედება, რომელიც მათ გადადგეს, დისკრედიტაციის მცდელობები, უარი მკურნალობაზე პრაქტიკულად უსაფრთხოების პრობლემების შექმნა - ეს ყველაფერი არის დეტალურად აღნუსხული და იკინძება ერთ ძალიან დიდ და სერიოზულ საქმეში, რომელიც მძიმედ დამთავრდება „ქართული ოცნებისთვის“, - აცხადებს გვარამია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა