საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, მსოფლიოში მოღვაწე წარმატებული ქართველები რაიმე ფორმით ჩაერთონ ქვეყნის განვითარების საქმეში, ვენაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები გამოეხმაურნენ

ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, მსოფლიოში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქართველები რაიმე ფორმით ჩაერთონ ქვეყნის განვითარების საქმეში, ვენაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები გამოეხმაურნენ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქართველმა მუსიკოსებმა ქეთევან სეფაშვილმა და თემო ხარშილაძემ თბილისის სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედს'' საჩუქრად გამოუგზავნეს იშვიათი გამოცემის ნოტები (უძველესი ხელნაწერი).

„საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის საკითხებში ვლადიმერ ონოფრიშვილმა კი, მათი საჩუქრები თბილისის ნიჭიერთა ათწლედს გადასცა.

ქართველმა მუსიკოსებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას კომპაქტდისკები გამოუგზავნეს, რომელზეც ჩაწერილია მათივე შესრულებით გია ყანჩელის მუსიკა.

თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დისკებს ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, საჩუქრად საქართველოში ვიზიტით მყოფ მაღალი დონის სტუმრებს გადასცემს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა