საქართველოს საბანკო ასოციაცია - მომხმარებლების ნაწილს ბანკების სახელით უკავშირდებიან კიბერ-თაღლითები - ყურადღებით მოეკიდეთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ მესამე პირს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან კიბერ-თაღლითები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საბანკო ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ზარები როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ნომრებიდან ფიქსირდება და კიბერ-თაღლითები ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ.

„ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას, ბარათის მონაცემების გაზიარებას ან უკვე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ სთხოვენ ინფორმაციის მიწოდებას.

გვსურს, გაგაფრთხილოთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს. შესაძლოა ორგანიზებულ კიბერ-თაღლითობას ჰქონდეს ადგილი, რის შესახებაც საბანკო ასოციაციამ და კომერციულმა ბანკებმა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო