სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოების პროექტი ხორციელდება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში" გახსნის ცერემონია დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი.

„დაძმობილების პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება, მათ შორის, პირველი კომპონენტის მიზანია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩოს შესწორება და განახლება. მეორე მათგანი გამართული, ეროვნულ დონეზე რეგულირებული სარკინიგზო ბაზრის/სექტორის შექმნას ითვალისწინებს. რაც შეეხება მესამე კომპონენტს, ის ემსახურება რკინიგზის შესაბამისი უწყებებისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში, პოლონელი ექსპერტები დაეხმარებიან ქართველ პარტნიორებს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტების შემუშავებასა და პრაქტიკული წინადადებების მომზადებაში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტის ყველა აქტივობა უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მხარდაჭერას, რაც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

ღონისძიებას დაესწრნენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოდან, პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ასევე დაძმობილების პროექტის ლიდერები და მთავარი ექსპერტები საქართველოდან და პოლონეთიდან.

დაძმობილების პროექტი ხორციელდება პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პოლონეთის სარკინიგზო ბაზრის ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებთან ერთად. პროექტი 2021 წლის მარტში დაიწყო და მისი საერთო მიზანია საქართველოს სარკინიგზო სექტორის შესაბამის ევროპულ სტანდარტებსა და რეგულაციებთან დაახლოებისა და საქართველოში რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა“,-აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს