KIU-ში ქუთაისის სკოლებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქუთაისელი მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ტურში მონაწილეობა ქუთაისის იმ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს, რომელთა კურსდამთავრებულების ყველაზე დიდმა ნაწილმაც წელს KIU-ში ჩააბარა.

მათი ინფორმაციით, სკოლებს შორისაა ანდრია რაზმაძის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა, წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის №3 საჯარო სკოლა, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა, იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლა, ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა და შპს სკოლა №1.

როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, შეხვედრის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ სტუმრებს KIU-ს საქმიანობა, მიმდინარე აქტივობები და ის სიახლეები გააცნო, რაც რეგიონის წარმატებულ უნივერსიტეტში ინერგება. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის სტუდენტ-ელჩებმა აბიტურიენტებსა და მომავალ სტუდენტებს KIU-ს ქალაქის ტურზე უმასპინძლეს.

“დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ღია კარის დღეს ქუთაისის იმ სკოლებისთვის, რომლიდანაც წელს ყველაზე მეტი აბიტურიენტი მივიღეთ. დღეისათვის უნივერსიტეტში ჯამში 700-მდე სტუდენტი სწავლობს. აქედან სტუდენტების 37% პროცენტი არის იმერეთის რეგიონიდან, 41% თბილისიდან, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს №1 უნივერსიტეტი გახლავთ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო ქულის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილზე ვართ, ხოლო ჯამში, საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მეორე ადგილზე. ჩვენთან ყველაზე წარჩინებულმა აბიტურიენტებმა ჩააბარეს. ჩვენ დღეს ვუმასპინძლეთ მოსწავლეებს, ავუხსენით უნივერსიტეტის შესახებ, დავათვალიერებინეთ კამპუსი. იმედი გვაქვს, რომ KIU კიდევ უფრო პოპულარული გახდება როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს შორის“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული სკოლების კურსდამთავრებულების უმეტესობა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას, არჩევანს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე აკეთებს. KIU, თავის მხრივ, მიესალმება ადგილობრივი სკოლების მოსწავლეთა მხრიდან ამგვარ ინტერესს და აქტიურობას.

„KIU-მ სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე“,-აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არმაზ ახვლედიანი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას „ნაცმოძრაობის“  ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან? თუ ვერ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ პოლიტიკაში?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2023
რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა