ირაკლი ზარქუა - ქალბატონი ლომჯარია ჩამოყალიბდა "ნაცმოძრაობის" ინტერესების, უფლებების და იდეების გამტარებლად

სამწუხაროდ, ქალბატონი ლომჯარია ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების, მათი უფლებების, რაღაც იდეების გამტარებლად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა სახალხო დამცველის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ირაკლი ზარქუას შეფასებით, ნინო ლომჯარიას დღის წესრიგი მიხეილ სააკაშვილის თემით იწყება და სრულდება.

„მას რომ შეესწავლა ამ წლების განმავლობაში, რა ხდებოდა, როგორი იყო პატიმრების უფლებები შელახული იმ რეჟიმის დროს და პირიქით ეთქვა, ეს გამოძიებული არის თუ არაო, თუმცა არც დაინტერსებულა. ბატონი სააკაშვილის დროს უკვე ყოველდღიურად ბრიფინგებს ატარებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მას დღის წესრიგი პირდაპირ სააკაშვილით აქვს დაწესებული და სააკაშვილით ამთავრებს, თუმცა, ესეც მისი არჩევანია. უბრალოდ, ჩვენ ფაქტებს ვაანალიზებთ და ეს ფაქტები ამაზე მეტყველებს“,- განაცხადა ზარქუამ.

ირაკლი ზარქუამ ასევე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვას და განაცხადა, რომ მათი მმართველობის პირობებში, არცერთ პატიმარს საფრთხე არ ემუქრება.

„ყველა ადამიანს, მათ შორის პატიმარს, აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი, შიმშილობაც ერთგვარი პროტესტია, სავარაუდოდ. სხვა ადამიანები, ვინც არ ეთამხმებიან მსჯავრს, შიმშილობით გამოხატავენ პროტესტს, ამის გამო გამოუშვან, გამორიცხულია, ამაზე ვთანხმდებით.

ჩვენ გვაქვს შესაბამისი უწყება, რომელიც 2012 წლის შემდეგ რადიკალურად არის შეცვლილი, გაუმჯობესებულია თითოეული პატიმრის მდგომარეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ იქნება საჭიროება, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში. იქაც თუ მომსახურეობის პრობლემა იქნება, მობილურობით იქნება ეს მომსახურება გაწეული. ახლა პატიმარი მოითხოვს, რომ კერძო კლინიკაში გადამიყვანეთო, ეს ხომ აბსურდია. ჩვენ თითოეულ პატიმარს პატივს ვცემთ და მათი უფლებების დაცული იქნება. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთვალყურეობის ქვეშ არის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათ შორის შესაბამისი უწყების ზედამხედველობის ქვეშ. ასე რომ, არცერთ პატიმარს საფრთხე არ ემუქრება ჩვენი მმართველობის ქვეშ ციხეში”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს