"ვოლვო ქარ საქართველო’’ მომხმარებელს ავტომობილების ონლაინ გაყიდვას სთავაზობს

ინოვაციებით და მაღალი ხარისხით გამორჩეული პრემიუმ ბრენდი ,,ვოლვო ქარ საქართველო’’ პირველი კომპანიაა ქართულ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების ონლაინ გაყიდვებს სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, სასურველი მოდელის შერჩევა სახლიდან გაუსვლელად, თქვენთვის კომფორტულ გარემოსა და დროის მონაკვეთში შეგიძლიათ.

"ვოლვო ქარ საქართველოს“ ვირტუალურ შოურუმში მოსახვედრად რამდენიმე წამია საჭირო, სადაც ავტომობილებს დეტალურად დაათვალიერებთ. უბრალოდ კი არ ნახავთ, არამედ 360 გრადუსიანი სისტემით შეაფასებთ.

„ვოლვოს“ ონლაინ მაღაზიაში შვედური ავტომწარმოებლის SUV, სედანების და უნივერსალების სრული ხაზია წარმოდგენილი.

"ვოლვო ქარ საქართველოს“ ონლაინ მაღაზიაში მოდელის შერჩევა პირველი ეტაპია, რასაც ტესტ დრაივი მოჰყვება. ამისთვის, ამავე მისამართზე, ისევ დისტანციურად გაივლით რეგისტრაციას ტესტისთვის. შემდეგ კი თავისი მზრუნველი კონცეფციით გამორჩეული ბრენდის, ეკო-მეგობრული ავტომობილი შეგიძლიათ პირადად გამოსცადოთ. მარტივია ანგარიშსწორებაც, - ონლაინ მაღაზიაში Volvocar.ge გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით არის შესაძლებელი.

"ვოლვო ქარ საქართველო“ მუდმივად ფეხს უწყობს თანამედროვე მოთხოვნებს. დისტანციური გაყიდვები კი მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე სულ უფრო აქტუალური ხდება. ამას დაემატა პანდემია, რამაც ახალი საჭიროებები გააჩინა. დაგვიანების უფლება არც ჩვენ გვქონდა. შედეგად გაჩნდა ვოლვოს ონლაინ მაღაზია, რომელიც ახალი და ვფიქრობთ, თამამი ნაბიჯია ქართულ რეალობაში. ვცდილობთ, არ გადავუხვიოთ არჩეულ გზას და მომხმარებელს დროულად შევთავაზოთ მის უსაფრთხოებასა და კომფორტზე მორგებული სერვისებიც და ცხადია, ავტომობილი», - განაცხადა "ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორმა გაგა კოხრეიძემ.

„თეგეტა მოტორსის“ ინფორმაციით, კომპანიამ გაითვალისწინა ყველაფერი, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს „ვოლვოს“ მომხმარებლისთვის - შეგიძლიათ ავტომობილის კონფიგურატორში მანქანა თქვენი გემოვნებით ააწყოთ, რომლის ჩამოყვანასაც "ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია “ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო