ბაჩო დოლიძე - ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ქაჯი მერი გვყავს

ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ქაჯი მერი გვყავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ისაუბრა დღეს, თბილისში "ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც კონტრაქციებს უწყობს ოპოზიციას მაშინ, როდესაც თავს გამარჯვებულად აცხადებს, ეს დასასრულის პირველი ნიშანია.

დოლიძე ასევე გამოეხმაურა საჯარო მოხელეების აქციებში ჩართულობას და აღნიშნა, რომ მომავალში, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება არცერთი საჯარო მოხელე არ იქნება გამოყენებული მსგავსი ტიპის აქციებში და მათი მთავარი ამოცანა მხოლოდ მათივე სამუშაო იქნება.

„არავითარ შემთხვევაში არ მოხდება მათი ტარება სახელისუფლებო აქციებზე. უპასუხისმგებლო და ძალიან საშიში ნაბიჯია, როდესაც ხელისუფლება ცდილობს პოლარიზებას და ადამიანების ორ ნაწილად გაყოფას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვთანხმდებით, რომ ქვეყნის უდიდეს ნაწილს ცვლილება სჭირდება, ამ ცვლილებას მიიღებს 30 ოქტომბერს და ჩვენ მშვიდ გარემოში გავაგრძელებთ მუშაობას. ერთ ფაქტს აღვნიშნავ, მიუხედავად მთელი საჯარო რესურსის და მოხელეების ჩართულობას აქციაში, გუშინ, კახა კალაძე გამოვიდა და დაპირება გასცა, რომ თითოეულ ადამიანს კვებით უზრუნველყოფდნენ აღნიშნულ აქციაზე. იმდენად გაუჭირდათ, რომ კალაძეს მოუხდა იმაზე საუბარი, რომ კვებით იქნება უზრუნველყოფილი აქციის თითოეული მონაწილე. ზოგადად, კალაძის გამოხტომებზე უნდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ ამ დღეების განმავლობაში რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, ამ ადამიანმა ჩვეულებრივად სახე დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქმა რამდენიმე წლის წინ, გარკვეულმა ნაწილმა მიიღო, რითი დაუბრუნა ეს ყველაფერი? ჩვეულებრივი ქაჯობით. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ქაჯი მერი გვყავს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ეს არის ფაქტი. სამწუხაროა ძალიან”, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს