ცესკოს თავმჯდომარე - მინდა მივმართო ამომრჩევლებს, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა

მინდა მივმართო ამომრჩევლებს, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი კომისიების ძალისხმევით, მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც მიმართა, რომ არჩევნების მეორე ტურის მაღალ დონეზე ჩასატარებლად ძალისხმევა არ დაიშურონ.

„ახლა წინ მეორე ტურია. საარჩევნო ადმინისტრაცია, 40 საოლქო საარჩევნო კომისია და 1870 საუბნო საარჩევნო კომისია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მინდა მივმართო საოლქო და საუბნო კომისიების წევრებს, მიუხედავად იმისა, პროფესიული ნიშნით არიან არჩეულები, თუ პარტიის მიერ დანიშნულები, არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური. ჩვენ ერთად ვატარებთ არჩევნებს! კარგად ჩატარებული არჩევნებია სწორედ დემოკრატიის მაღალი ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია. სწორედ მათ ხედავთ ახლა ჩემს გვერდით. ეს არის არასრული შემადგენლობა საარჩევნო ადმინისტრატორებისა, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას, ამომრჩევლებს და ქართულ დემოკრატიას. ჩვენი გუნდი შრომობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება - ხმა მისცეს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. მინდა მივმართო მათ, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი კომისიების ძალისხმევით, მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო