კახა კალაძის განცხადებით, დიდუბეში დღეს 14 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დიდუბეში დღეს 14 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდება.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ავტოფარეხები თბილისში არსებული კონკრეტული კორპუსებისთვის პრობლემაა და დედაქალაქის მთავრობის მიდგომაა, რომ მათი დემონტაჟი საკუთარი ხარჯით განახორციელოს, სანაცვლოდ კი სპორტული ან რეკრეაციული სივრცეები მოაწყოს.

„დიდუბის რაიონის გამგეობა ახორციელებს პროგრამას დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, სადაც მე-17 და მე-18 კორპუსებთან 14 ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდება. ამ ფარეხების ნაცვლად პატარა დასასვენებელი, რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა თავისი ატრაქციონებით. იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაისვენონ სივრცეში, სადაც გამწვანება და ბავშვების ჟრიამული იქნება. ფარეხები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული კორპუსებისთვის, ერთი მხრივ ვიზუალური თვალსაზრისითაც, ამავე დროს მათ არავინ იყენებს, უბრალოდ უდგათ. ეს არის 90-იანი წლებიდან მოყოლებული მავნე პრაქტიკა. ბევრი უბანი და რაიონი რჩება, სადაც ბევრი კორპუსის ირგვლივ არის ასეთი ფარეხები. ჩვენი მიდგომა ისაა, რომ მათი დემონტაჟისთვის მოსახლეობას არანაირი გადასახადი არ ექნებათ. დემონტაჟსაც ჩვენ გავაკეთებთ, სამშენებლო სამუშაოებსაც ჩავატარებთ და მოვაწყობთ სპორტულ სივრცეებს ან დასასვენებელ სკვერებს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა გადაწყვეტს. ყველა ხარჯს საკუთარ თავზე ავიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა