შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ

ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ და ამ იდეოლოგიამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ და აკეთებდნენ იმას, რომ რიყავდნენ, რეცხავდნენ, ართმევდნენ ქონებას და აპატიმრებდნენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს უბრალოდ შესაბამისი ძალაუფლება არ აქვს იმისთვის, რომ მისი იდეები განახორციელოს და ამისი შესაძლებლობა არც უნდა მიეცეს.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, შეიკრიბოს ღია ცის ქვეშ და ამ უფლებას თუ ართმევენ ისინი ჩვენი მოსახლეობის რომელიმე სეგმენტს, სწორედ აქ ჩანს და არის დასტური, რომ ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ და ამ იდეოლოგიამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ და აკეთებდნენ იმას, რომ რიყავდნენ, რეცხავდნენ, ართმევდნენ ქონებას და აპატიმრებდნენ. ეს არის ის ძალა, რომელსაც დღეს უბრალოდ „ეს კბილები“ არ აქვს, რომელიც მას ჰქონდა, როდესაც იყო ხელისუფლებაში და ვერ ახორციელებს იმ იდეებს, რომელიც აქვს და მხოლედ სიტყვიერად გვესმის და ვხვდებით, რასთან გვექნება საქმე, თუკი მათ ორი გრამი ძალაუფლება დაუბრუნდებათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან მმართველი ძალის მიერ დღეს დაგეგმილ აქციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს თავყრილობა იქნება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავყრილობა და ამას სჭირდება შესაბამისი რეგულაცია სატრანსპორტო სახით.

„ამას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ მოხდეს რეგულაცია. თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო და საპატრულო სამსახურის გადასაწყვეტია, ვინაიდან მათ იციან მართვა როგორ ხდება ასეთი პროცესების. ადამიანების დიდი რაოდენობა იქნება შეკრებილი და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რომ ამან არ გამოიწვიოს ზედმეტად გადატვირთვა სატრანსპორტო გზების,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს