ადვოკატი - უკრაინის სახალხო დამცველს ინფორმაციას მივაწვდით ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც სააკაშვილის უფლებების დაცვის პროცესში შეგვიქმნა სახელმწიფომ

უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას მივაწვდით ინფორმაციას ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის პროცესში შეგვიქმნა ქართულმა სახელმწიფომ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის ქვეყანაში არ შემოშვება ხელისუფლების „პანიკური შიშის მორიგი გამოხატულება იყო“. საძაგლიშვილის თქმით, დღეს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მთავარი საკითხი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება.

"ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის სახალხო დამცველის ვიზიტი, რომელიც აკვირდება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის მიმდინარეობას. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და ვაპირებთ შეხვედრას მასთან. ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას ყველა იმ პრობლემაზე, რაც მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის პროცესში შეგვიქმნა სამწუხაროდ, ქართულმა სახელმწიფომ. ასევე, განსაკუთრებით სასაცილო მოვლენას ჰქონდა გუშინ ადგილი თბილისის აეროპორტში და ხელისუფლების პანიკური შიშის მორიგი გამოხატულება იყო, როდესაც არ შემოუშვეს უკრაინელი ადვოკატი, რომელიც მოდიოდა იმისთვის, რომ გაემართა შეხვედრები ჩვენთან და მიხეილ სააკაშვილთან. ეს არის დაცვის უფლების უხეში დარღვევა და ამის არანაირი უფლება არ ჰქონდა სახელმწიფოს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ისინი ყველაფერზე მიდიან და ისინი არიან პანიკურად შეშინებულები მიხეილ სააკაშვილის პიროვნებასთან დაკავშირებით და კადრულობენ ყველაფერს. ჩვენ მოვინახულებთ მიხეილ სააკაშვილს, უპირველეს ყოვლისა გვაინტერესებს როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

გარდა ამისა, ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, დღესვე მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ჰოლანდიიდან ჩამოსული ექიმები აპირებენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა