„ევროპის სახალხო პარტია" - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, სასწრაფოდ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში

„ევროპის სახალხო პარტია" ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლებას მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

„შეშფოთებული ვართ, გავრცელებული ინფორმაციით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში“, - ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის" განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია