შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის განცხადებაზე - ამაზე განმარტებას, ალბათ, შსს გააკეთებს

ამაზე განმარტებას, ალბათ, შსს გააკეთებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ის საქართველოში არ შემოუშვეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ადვოკატი ემსახურება, ამიტომ მისი უფლებების დაცვის კუთხით არანაირი პრობლემა არ არის. „ისევე, როგორც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არანაირი შეზღუდვა უფლების დაცვის კუთხით თუ სხვანაირად მისთვის არ არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე მიმართა ერთ-ერთ ჟურნალისტს და აღნიშნა, რომ სიტყვა „ადვოკატს“ სწორედ ის ინტერპრეტირებს.

„ადვოკატი სპეციფიური მომენტია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იყოს საქმეში წარმოდგენილი როგორც ადვოკატი. არ ვიცი ეს ადამიანი ვინ არის. სავარაუდოდ, ის არის იურისტი, მაგრამ ადვოკატობა ცოტა სხვა რამე არის. ამასთან დაკავშირებით, შსს განმარტებას გააკეთებს. მე ვერ გეტყვით, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა განაცხადა, რომ საქართველოში შესვლაზე ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უარი უთხრეს და უკრაინაში გააბრუნეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა