BTU-მ ბიბლიოთეკის ახალი კონცეფცია წარადგინა - განახლებული ციფრული მედიათეკა და პროექტები

BTU-ს ბიბლიოთეკა ახალი კონცეფციით აგრძელებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციაზე ისაუბრეს. განახლებული ციფრული მედიათეკა, პროექტები, სამეცნიერო ბაზები, უახლესი პროფესიული და სამეცნიერო ლიტერატურა, როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენებზე - ეს იმ სიახლეების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც BTU-ს ბიბლიოთეკა მომხმარებლებს სთავაზობს.

BTU-ს ბიბლიოთეკის ახალი კონცეფციის პრეზენტაციაზე გამომცემლობა პალიტრა L - ის პროექტის, „ლურჯი ოკეანის“ ახალი წიგნების პრეზენტაციაც გაიმართა, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ თანამედროვე ბიბლიოთეკის როლსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე, ხაზი გაუსვა პროფესიული ლიტერატურის მნიშვნელობას:

„BTU-ს ბიბლიოთეკის ახალი კონცეფცია გულისხმობს ძალიან მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს მთელი წლის განმავლობაში, რომლებიც განკუთვნილია არამხოლოდ BTU-ს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ბიბლიოთეკა შეიძლება დღეს იყოს შედარებით დახურული სივრცე, მაგრამ რეალურად ის უნდა ასრულებდეს ერთგვარი საცავის ფუნქციას საგანმანათლებლო სივრცეში, უნდა იყოს ცოდნის გაზიარების ცენტრალური ობიექტი. ამისთვის ჩვენ სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის ღონისძიებებს ვატარებთ, დაწყებული ციფრული წიგნიერების პროექტების განვითარებიდან, დასრულებული ტექნოლოგიური უნარების განვითარებით 60 ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის. ვავსებთ ჩვენს ფონდს მრავალფეროვანი რესურსებით, ვიწყებთ აკრძალული წიგნების კვირეულს, სამეცნიერო საათების ორგანიზებას, იმ მულტიმედია ფონდის შევსებას, რომელიც 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვანია, გაზიარებული იყოს მთელი მოსახლეობისთვის“, - განმარტა ნინო ენუქიძემ.

რაც შეეხება წიგნებს, რომლებიც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტმა „ლურჯმა ოკეანემ“ წარადგინა, მათი ჩამონათვალი ასეთია: „პროდუქტის მენეჯმენტი მარტივად“, „ციფრული მარკეტინგი მარტივად“ და „Post კორონა“. წიგნებზე ისაუბრეს კონსულტანტებმა, რომელთაც თავიანთ სფეროში უკვე საკმარისი გამოცდილება დააგროვეს და ამის სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობაც აქვთ.

პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ხელმძღვანელის ნაია აბაშიძის თქმით, გამომცემლობისა და BTU-ს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და პროფესიული ლიტერატურა კიდევ უფრო მეტი მკითხველისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

„ჩვენი თანამშრომლობა უკვე დიდი ხანია გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ახალ საფეხურზე გადავა“, - აღნიშნა მან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი გამომცემლობები და ბიბლიოთეკები.

BTU-ს ბიბლიოთეკა ფეხს უწყობს ლიტერატურასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშიც შემოვიდა. ცოტა ხნის წინ ის Banned Books Week-ში ჩაერთო და დავით გორგილაძის ვებინარს უმასპინძლა, რამაც სტუდენტები განსაკუთრებით დააინტერესა.

ბიბლიოთეკაში მოქმედებს სამეცნიერო საათები მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ჩართულობით, რომლის ფარგლებშიც ისინი სტუდენტებს სხვადასხვა საკითხსა და კვლევაზე ესაუბრებიან და მათს შეკითხვებს სცემენ პასუხებს.

იმისათვის, რომ სტუდენტებმა თავადაც საინტერესო და ღირებული კვლევები მოამზადონ, მათ წვდომა უნდა ჰქონდეთ სამეცნიერო ბაზებზე და კარგად იცნობდნენ საკვლევ თემაზე არსებულ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ, ბიბლიოთეკამ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მონაცემთა ბაზებზე წვდომა მისცა. მათ შორის არის: MIT – Technology review, Harward business review, MIT Sloan management review, The Economist, Scopus, Cambridge University journals და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ BTU-ს ბიბლიოთეკის სამსახური მუდმივად აწვდის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს უახლეს სტატიებსა და ჟურნალებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, მათ უწევს კონსულტაციას და ეხმარება სტატიების გამოქვეყნებაში სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალებში.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს