ირაკლი ზარქუა - მმართველი პარტია ვართ, რა კონტრაქცია?! ჩვენ 900 ათასმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი

მმართველი პარტია ვართ, რა კონტრაქცია?! ჩვენ 900 ათასმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი - აქ დღეს ასიათასობით ადამიანი შეიკრიბება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, ეს აქცია ტრადიციული შემაჯამებელი შეკრება იქნება.

“მმართველ პარტიას ასეთი ტრადიცია გვაქვს, რომ ყოველი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, დედაქალაქში ზუსტად ამ ადგილზე გვაქვს შემაჯამებელი აქცია. ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ჩასული, სადაც კიდევ ერთხელ შეაგულიანეს მოსახლეობა, კიდევ ერთხელ წარადგინეს კანდიდატები, პროგრამა და ა.შ. თავისუფლების მოედანზე კი გვაქვს შემაჯამებელი აქცია. აქ დღეს შეიკრიბება ასიათასობით და მეტი ადამიანი. მე ასეთი მოლოდინი მაქვს. ეს თავისუფალი ადამიანები კიდევ ერთხელ შემოვუძახებთ ერთმანეთს, რომ 30 ოქტომბერს გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი. ეს ხალხი კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს განვითარებასა და ნგრევას, ადამიანების უფლებებსა და წამებას, კვლას შორის. ჩვენ, ისევე როგორც 64-დან 44 მუნიციპალიტეტში უკვე გავიმარჯვეთ პირველივე ტურში, დარჩენილ 20 მუნიციპალიტეტშიც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, - განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ რაიონებში საჯარო სტრუქტურები პარალიზებულია, რადგან თანამშრომლები დედაქალაქში აქციაზე დასასწრებად მოდიან, ზარქუა ამბობს, რომ მმართველ გუნდს საჯარო მოხელეებზე გათვლა არ ჰქონია.

“ის, რომ აქცია 5 საათზეა ჩანიშნული, მეტყველებს რომ გათვლა არც გვქონდა საჯარო მოხელეებზე. ვისაც სურვილი აქვს, რომ აქციას დაესწროს, შეუძლია შვებულება აიღოს და შემოგვიერთდეს. ამიტომ ხელების გადაგრეხვა და ის, რომ საჯარო მოხელეები მოგვეყვანა, ან შაბათს იქნებოდა აქცია ან საღამოს 8 საათზე. ვთქვით, რომ თავისუფალი საზოგადოება შევიკრიბებით და თქვენც ნახავთ, რამდენი ვიქნებით. სამეგრელოშიც განაწყენებულები არიან, ნაწილი წამოვიდა, ნაწილს უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ყველას ვერ დავუორგანიზეთ წამოსვლა, ყველა ვერ ჩამოდის და გავანაწყენეთ კიდეც მხარდამჭერები, მაგრამ ეს უბრალოდ ტრადიციული თავშეყრაა”,- განაცხდა ზარქუამ.

კითხვაზე, დაესწრება თუ არა აქციას ბიძინა ივანიშვილი, ზარქუა ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან წავიდა და “მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ”.

“ბატონი ბიძინას როლი ქვეყნის განვითარებასა და ტირანიის დამარცხებაში დიდია, ეს კაცი გავიდა პოლიტიკიდან და პატივი ვცეთ მის გადაწყვტილებას. თუმცა დღეს ჩვენი ლიდერები იქნებიან წარმოდგენილები”,- განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება იმას, რომ აქცია მძიმე ეპიდვითარების ფონზე ტარდება, ზარქუას თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას ეკუთვნის.

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დისტანცია იყოს დაცული და პირბადით იყოს ხალხი აღჭურვილი. სწორია ეს წუხილი, მაგრამ წინასაარჩევნო გარემოა, არჩევნებია კარს მომდგარი და ეს რისკი ყოველთვის იარსებებს”,- განაცხადაირაკლიზარქუამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” აქცია თავისუფლების მოედანზე დღეს, 17:00 საათზე უნდა გაიმართოს.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება