უკრაინის ომბუდსმენი - მიხეილი ამბობს, რომ ოთხი კრიზისი ჰქონდა - ციხესთან მორიგეობს რეანიმაციის ბრიგადა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციის აღდგენა გახდება საჭირო, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ

მიხეილმა ყველას მოკითხვა გადმოგცათ. მან თქვა, რომ ყოველ დღე სუსტდება, ჰქონდა ოთხი კრიზისი. ორი - ჰიპერტონიული და ორი სისხლთან დაკავშირებული, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომელმაც დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და საზოგადოებას ექსპრეზიდენტის სიტყვები გადასცა.

„კოლონიის კართან მორიგეობს რეანიმაციის ბრიგადა იმისთვის, რომ სისხლის გადასხმა მოახდინონ, როდესაც აუცილებელი გახდება, ან გააკეთონ გულის მასაჟი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციის აღდგენა გახდება საჭირო, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ,“- განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, რადგან თვლის, რომ ეს მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის.

„ის აცხადებს, რომ არ გადავა ციხის საავადმყოფოში, რომელიც მე-18 დაწესებულებაში მდებარეობს, რადგან მიაჩნია, რომ მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის. გარდა ამისა, როდესაც ჩემმა კოლეგამ, საქართველოს სახალხო დამცველმა შეამოწმა ეს საავადმყოფო, დაადასტურა, რომ იქ არ არის ის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა მისთვის კრიზისულ მდგომარეობაში დახმარების აღმოსაჩენად, რომელშიც შეიძლება ყოველი დღის ნებისმიერ წუთს აღმოჩნდეს შიმშილობის შედეგად, ამიტომ ის უარს ამბობს გადასვლაზე,“ - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტს ანალიზები დღეში ორჯერ უტარდება. ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ ჩამოსულია უკრაინელი ექიმი და იგეგმება მის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა