უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ის საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს და მხოლოდ მისი მხრიდან განხორციელებული გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ შემოუშვეს საქართველოში.
როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, მას ამ დრომდე მისი დაყოვნების საკითხზე არ უსაუბრია, რადგან იყო საფრთხე იმის, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში არ შეუშვებდნენ.
„გუშინ არ შემოუშვეს უკრაინელი ადვოკატი. მე უნდა ვთქვა, უბრალოდ ეს არ მითქვამს გუშინ და დღეს დილითაც არ ვთქვი, რომ იქნებ სააკაშვილთან ციხეში არ შევეშვი - გუშინ 40 წუთის განმავლობაში მე მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი საქართველოში. მე დამკითხეს და ასევე, დამაყოვნეს და მხოლოდ ჩემი მხრიდან გარკვეული ზარების განხორციელებისა და მუქარის შემდეგ, შემომიშვეს, ამიტომ, როგორც ჩანს, ყველაფერი ასე მარტივად არ არის,“- განაცხადა ომბუდსმენმა.