ირაკლი მეზურნიშვილი - ყალბია ინფორმაცია, თითქოს დაძალებით ხდება შეკრებაზე ხალხის მოყვანა - ნახავთ, რომ დღეს ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბება

ყალბია ინფორმაცია,თითქოს აქ დაძალებით ხდება ყველაფერი, თქვენ ნახავთ, რომ დღეს ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა თავისუფლების მოედანზე მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც “ქართული ოცნების” მხარდასაჭერი აქციის გამართვა იგეგმება.

ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, “ზღვა საზოგადოება”, რომელიც აუცილებლად მივა აქციაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე თავის დამოკიდებულებას გამოხატავს.

“საარჩევნო კამპანია იწურება და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა ჩვენს მხარდამჭერებთან. საზოგადოება დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის პოზიციას, თუ ვის უჭერს მხარს, რომ ურჩევნია მშვიდობა და ამ ქაოსისგან დაიღალა. დარწმუნებული ვარ, ეს ზღვა საზოგადოება, რომელიც აუცილებლად მოვა, გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. 30 ოქტომბრის შემდეგ 3 წელი არანაირი არჩევნები არ იქნება, შესაბამისად, ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა განვახორციელოთ ის პროექტები, რაც დააჩქარებს ევროკავშირში გაერთიანების პროცესს და სიდუხჭირეს, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში. მერწმუნეთ, მსოფლიოში ვერ ნახავთ აქციას, სადაც არ მონაწილეობენ ნებისმიერი პროფესიის ადამიანები, მათ აქვთ უფლება დააფიქსირონ თავიანთი მხარდაჭერა ნებისმიერი პარტიის მიმართ, ამიტომ არანაირი კანონდარღვევა და დაძალება არ არის. ყალბია ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, რომ აქ დაძალებით ხდება ყველაფერი, დღეს ათი ათასობით ადამიანი იქნება შეკრებილი”, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა