ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურზე 1749 საუბნო საარჩევნო კომისიაში უზრუნველყოფილი იქნება ხმის დათვლის ვიდეოგადაღება

არჩევნების მეორე ტურზე, 30 ოქტომბერს, საარჩევნო ადმინისტრაცია 1749 საუბნო საარჩევნო კომისიაში კვლავაც უზრუნველყოფს ხმის დათვლის ვიდეოგადაღებას, - ამის შესახებ ცესკოს წევრმა ივანე ნორაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნორაკიძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ცესკომ მეორე ტურზე გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მიიღო.

„ვიდეოგადაღება განხორციელდება ყველა იმ უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, რაც უბნების 95 პროცენტზე მეტს შეადგენს. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადათვლის პროცესზე, ასევე წარიმართება ვიდეოგადაღება. ხმის დათვლის პროცედურების აუდიო-ვიდეო ფიქსაცია 2 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურზე, 3200 საარჩევნო უბანზე განხორციელდა. ვიდეოგადაღება მიმდინარეობდა შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი 360 უბნის შედეგების გადათვლის დროსაც. პროექტი გამოდგა წარმატებული, ვინაიდან ვიდეოჩანაწერების მეშვეობით გამოვლინდა ძალიან ბევრი დარღვევა, ძალიან ბევრი ხარვეზი, რომელთა გამოსწორებაზეც ცესკო უკვე მუშაობს, გაკეთებულია ანალიზი და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე ვიდეოგადაღებამ უზრუნველყო პროცესის მეტი გამჭვირვალობა, სწორედ ამიტომ მიიღო ცესკომ გადაწყვეტილება აუდიო-ვიდეო ფიქსაციის არჩევნების მეორე ტურზე განხორციელების თაობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველი ტურის მსგავსად, ვიდეოგადაღებას განახორციელებენ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრები. ვიდეოკამერების ჩანაწერები ოპერატიულად აიტვირთება ინტერნეტსივრცეში Google drive-ის პლატფორმაზე“, - განაცხადა ნორაკიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს