„მეამა“ „თიბისის“ და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტს - „ქართული ქსოვილი“ უერთდება

„თიბისისა“ და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ერთობლივ პროექტს „ქართული ქსოვილი“, „მეამა“ შეუერთდა.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრენდები, გაერთიანებული ძალებით, ტრადიციულ ქართულ მოტივებზე ახალ და საინტერესო პროდუქციას შექმნიან.

„ქართულ ქსოვილთან და ტექსტილთან დაკავშირებული პროექტი „თიბისიმ“ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად 2018 წელს დაიწყო და ის მიზნად ისახავს ისტორიის ახალი ხედვით გაცოცხლებას. ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით, „მეამამ“, თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, „მეამა ქოლექთისთვის“ ორი უნიკალური კოქტეილი შექმნა. ქართული რთველის ტრადიციით შთაგონებული, ყავისა და ჩაის ორი სასმლის წამყვანი ინგრედიენტი ბადაგი იქნება და ისინი ქართული ქსოვილის ორნამენტებით დამზადებულ ჭიქებში ჩამოისხმება. შეფუთვისთვის გამოყენებული ორნამენტები აღებულია გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხალხური ფრესკებისა და დიდგვაროვანთა სამოსის ნიმუშებიდან,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, კოლაბორაციის ფარგლებში, „მეამას“ მიერ შექმნილი პროდუქციის შეძენას მსურველები 26 ოქტომბრიდან „მეამა ქოლექთის“ 15 ლოკაციაზე თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შეძლებენ. „მეამა ქოლექთის“ ახალი კოქტეილების შექმნა არის ორ ბრენდს შორის კოლაბორაციის დასაწყისი, სამომავლოდ კი, პროექტის ფარგლებში, ყავისა და ჩაის სასმელებს, „მეამას“ სხვა პროდუქტებიც დაემატება.

“თიბისისა“ და ხელოვნების სასახლის ამ საინტერესო წამოწყებას ყოველთვის ვგულშემატკივრობდით და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ახლა მათთან ერთად ვაგრძელებთ “ქართული ქსოვილის” პოპულარიზაციის პროექტს.

თანამშრომლობის ფარგლებში „მეამა ქოლექთისთვის“ შეიქმნა ყავისა და ჩაის ახალი კოქტეილები, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ქართული ყურძნის ბადაგია. ამ კოქტეილებისთვის კი ამოვირჩიეთ ის პატერნები, რომლებიც საუკეთესოდ ასახავდა ახალი სასმელების ხასიათს და ქართული ქსოვილის ორნამენტები დავიტანეთ „მეამა ქოლექთის“ ჭიქებსა და ჰოლდერებზე. ეს ჩვენი დიდი კოლაბორაციის მხოლოდ დასაწყისია. ყავის მოყვარულებს „მეამა“ “ქართული ქსოვილისთან” ერთად ბევრ არომატულ თავგადასავალს უმზადებს,“- განაცხადა „მეამას“ მარკეტინგის დირექტორმა ნათია ჩომახაშვილმა.

ხელოვნების სასახლემ ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენასა და შესწავლაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. ორი წლის განმავლობაში მხატვრებისა და მკვლევარების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარა, ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატა და შეისწავლა. 2018 წელს გამოიცა წიგნი „ქსოვილი საქართველოდან“, სადაც 200-ზე მეტი ფრესკიდან, 300-მდე ორნამენტია თავმოყრილი. წიგნში შეკრებილი მასალა კარგად ასახავს რამდენად მრავალფეროვანი იყო საუკუნეების წინანდელი საერო თუ სასულიერო სამოსი.

ქართული ქსოვილის ნიმუშების თანამედროვე სახით გამოსაყენებლად თიბისიმ, დაინტერესებულ დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობა მისცა, წიგნში თავმოყრილ ორნამენტებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სახის პროდუქცია შეექმნათ. კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და დაინტერესებულ პირებს მათი შეძენა Qsovili.ge-ზე შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება.

„პროექტი, რომელიც „თიბისიმ“ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად შექმნა, მიზნად ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევას, ტრადიციების აღდგენასა და მათ თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრებას ისახავს. „თიბისისთვის“, რომლის მთავარი პრიორიტეტი მემკვიდრეობა და ახალი თაობაა, პროექტი „ქართული ქსოვილი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ საერთო მიზანი ვიპოვეთ ისეთ ძლიერ ბრენდთან, როგორიც მეამაა და გაერთიანებული ძალებით ვაგრძელებთ პროექტს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ახალი აღმოჩენების საწყისია“, - განაცხადა „თიბისის“ ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორმა ნინო ეგაძემ.

არმაზ ახვლედიანი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას „ნაცმოძრაობის“  ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან? თუ ვერ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ პოლიტიკაში?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2023
რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა