დიმიტრი გორდონი - ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა - საქართველოს ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის, რომელთან ინტერვიუს ჩაწერაც პირდაპირ ციხეში მსურდა

ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია საჯაროობის და სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის, მე კი მასთან ინტერვიუს ჩაწერა პირდაპირ ციხეში მსურდა, - ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა „უკრაინა 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არასდროს არცერთი ქვეყნიდან არ განუხორციელებიათ მისი დეპორტაცია.

„ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა, მითუმეტეს მოძმე საქართველოდან, რომლის მეგობარი ძალიან ბევრი წელია ვარ“, - აცხადებს გორდონი.

შეგახსენებთ, მანამდე დიმიტრი გორდონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის საქართველოში არ შეუშვეს. ამასთან, მისივე ინფორმაციით, საქართველოში არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი უკრაინაში მარია ბარაბაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია