გია ვოლსკის განცხადებით, აქციის მიზანია „მხარდამჭერთა დიდი რაოდენობის შეკრება და საერთო პოზიციების დაფიქსირება“

კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები ყოველდღიურად რევოლუციითა და დესტაბილიზაციით რომ გემუქრებიან, რასაკვირველია, შენი პოზიციაც უნდა დააფიქსირო, თუმცა არა აგრესიულად, არამედ ერთობით, გარკვეული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც დღეს მმართველი გუნდის აქცია უნდა გაიმართოს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, აქციის მიზანი „მხარდამჭერთა დიდი რაოდენობის შეკრება და საერთო პოზიციების დაფიქსირება“.

ამასთან, კითხვაზე, რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“, რომ ამომრჩევლის ხმები აქციის მეშვეობით დაითვალოს, გია ვოლსკი ამბობს, რომ „ხმები დათვლილია და პროგნოზი გაკეთებულია“.

„რასაკვირველია, სიტუაციიდან გამომდინარე, ამან გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობაც შეიძინა - არის აქცია და პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა. არჩევნების წინა პერიოდია და რასაკვირველია, ამას ყველაფერს ერთი თემა ახლავს - საზოგადოებას, ვისაც აქ ხედავთ, გათავისებული აქვს, რომ დესტაბილიზაციას სტაბილურობა სჯობს. რასაკვირველია, ამ პოზიციის გამოხატვა საგანგებო მნიშვნელობის თემაა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

თავისუფლების მოედანზე მმართველი გუნდის წევრები და მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან. აქცია 17:00 საათზე დაიწყება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს