ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის

ჩვენ რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი; არჩევანი არა ერთ და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ, არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებას და რეგრესს, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროცესის შემაჯამებელ შეკრებაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი.

„ეს იქნება ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც კიდევ ერთხელ გაარკვევს, თუ რა სურს ჩვენს დიდებულ ხალხს - სურს, რომ დარჩენილი მუნიციპალიტეტების მართვის სადავეები ამ ანტიეკლესიურმა და ანტიეროვნულმა ძალებმა, მკვლელებმა და მწამებლებმა აიღონ და რეგიონებში შეიტანონ მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, ბოიკოტი და არეულობა, თუ ჰუმანური, ნამდვილად დემოკრატიული, ეროვნული და ევროპული ღირებულებების მქონე პატრიოტმა ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს რეალური ხედვა და რესურსი, ჩვენი ხალხის, თქვენი უმრავლესობის ნდობა ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება?! - ამ კითხვაზე ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი 30 ოქტომბერს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ხალხს დღეს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა და არა ეს არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია, ბოიკოტი და რევანში.

„რამდენიმე დღეში, მაქსიმალური მობილიზაციით კიდევ ერთხელ უნდა დავირაზმოთ, რათა 2 ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენ, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მოვიარეთ საქართველო, შევხვდი მოსახლეობას და უშუალოდ მოვისმინე მათი პრობლემები და გამოწვევები. ხალხს დღეს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა და არა ეს არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია, ბოიკოტი და რევანში. ერთობლივი ძალისხმევით ყველა პრობლემას დავძლევთ! დარწმუნებული ვარ და მტკიცედ მჯერა, რომ მომდევნო წლები იქნება აღმშენებლობის, მშვიდობისა და სტაბილურობის წლები, გაერთიანების წლები. ჩემი დიდი სურვილია დავასრულოთ დაპირისპირება და გავერთიანდეთ ისევე, როგორც ამას ჩვენი ეროვნული განძი და კულტურის სიამაყე, ჩვენი წინაპრების შექმნილი ქართული პოლიფონია, ჩვენი მრავალჟამიერი გვასწავლის. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ! თბილისი გაიმარჯვებს! ზუგდიდი გაიმარჯვებს! ქუთაისი გაიმარჯვებს! ბათუმი გაიმარჯვებს! ოზურგეთი გაიმარჯვებს! რუსთავი გაიმარჯვებს! ფოთი გაიმარჯვებს! თელავი გაიმარჯვებს! თიანეთი გაიმარჯვებს! ქარელი გაიმარჯვებს! ხაშური გაიმარჯვებს! ცაგერი გაიმარჯვებს! ბაღდათი, წყალტუბო, მარტვილი, ხობი წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური გაიმარჯვებს! და საქართველო გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა