ირაკლი კობახიძე - არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია

არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავისუფლების მოედანზე, პარტიის მხარდამჭერთა შეკრებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ 30 ოქტომბერს უპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის არის მუდმივი საფრთხე.

„30 ოქტომბერს ტარდება 2024 წლამდე ბოლო არჩევნები. დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს საბოლოოდ დავამთავროთ ქვეყანაში პოლარიზაცია და ის განვითარების სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისთვის კი აუცილებელია 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ. 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი უსამშობლობასა და ქვეყნის სიყვარულს შორის; ძალადობასა და თავისუფლებას შორის; სიცრუესა და სიმართლეს; სიძულვილსა და სიყვარულს შორის; არეულობასა და მშვიდობას შორის; 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი წინსვლის, საქართველოს ღირსეული მომავლის სასარგებლოდ. გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს