კახა კუჭავა - დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი - ვბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს, თუ მივიწევთ წინ

როცა მივიღე გადაწყვეტილება ჩვენს დიდ გუნდთან ერთად დამეწყო პოლიტიკური საქმიანობა, ვთვლიდი და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნება“ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა - დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არჩევანს პროგრესის, სტაბილურობის, ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ გააკეთებს, - ამ სიტყვებით თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მიმართა.

როგორც კუჭავამ განაცხადა, 30 ოქტომბერი “ქართული ოცნების“, ქართული სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდება და ეს გამარჯვება იქნება გარანტი განვითარების, სტაბილურობისა და სიმშვიდის.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, - ვბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს, თუ მივიწევთ წინ, ქვეყნის შენებისკენ და განვითარებისკენ. ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს თავის წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების საქმეში, მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიას წარმოვადგენთ - დღეს ჩვენ ყველა ამ ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, რომლებიც ერთად ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის.მე ერთ ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე, პატივისცემის, სიყვარულის, მიტევების, ჩვენი ისტორიისა და კულტურის საწყისებზე და ყველაზე მთავარი რაც ვისწავლე არის ის, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ვიყოთ მართალი საკუთარ თავთან და ჩვენს ხალხთან, ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ ქვეყანას და მომავალს წაადგება. ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო, ყველა მუნიციპალიტეტი. უნიკალური, გამორჩეული, განუსაზღვრელი შესაძლებლობის მქონე სამშობლო გვაქვს. სწორედაც, თითოეული მუნიციპალიტეტის არსებული შესაძლებლობების გამოყენებისთვის და ახლის შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თვითმმართველობა. საქართველო ვერ იქნება ძლიერი, თუ არ იქნება ძლიერი თბილისი და ძლიერი რეგიონები.

ჩემი ოცნებაა, რომ ჩემმა სამმა შვილმა და თქვენმა შვილებმა იცხოვროს ევროპულ, დემოკრატიულ, უსაფრთხო და ერთიან საქართველოში და ეს ოცნება აუცილებლად ახდება. ერთად მივიყვანოთ გამარჯვება ბოლომდე“, - მიმართა აქციის მონაწილეებს კახა კუჭავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს