მამუკა არეშიძის განმარტებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან კითხვები ჰქონდა, თუმცა ვერც ერთზე პასუხი ვერ მიიღო

2007 წელს, როგორც კი გავიგე, რომ გაჭირდა მიმოსვლა, ჩავედი გარეჯში. ვხვდებოდი, გარკვეული პოლიტიკური ინიციატივები იყო აზერბაიჯანის მხრიდან, საქართველოს არსებულ ხელისუფლებასთან კითხვები მქონდა, თუმცა ვერც ერთზე ვერ მივიღე პასუხი, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.

მამუკა არეშიძემ ივერი მელაშვილთან შეხვედრა გაიხსენა, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვრებს ეხებოდა.

„მე და ჩემი ჯგუფი მაშინ რუსეთ-საქართველოს საზღვრებზე ვმუშაობდით. კერძოდ, მამისონის მონაკვეთზე. მაშინ შევხვდით მის კაბინეტში, ცოტა უხერხულია ჩემგან ამის თქმა, მაგრამ მელაშვილმა გვაგრძნობინა, რომ ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები და საქმე ის არის, რომ ეს დიდი პოლიტიკის თემა იყო. ჩვენ იქიდან წამოვედით ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე.

ასევე, მქონდა შეხება ზოგიერთ სხვა ადამიანთან, რომლებიც ყოფილი კომისიის წევრები იყვნენ, გვარებს ვერ ვიტყვი, თავს შევიკავებ. მრჩებოდა შთაბეჭდილება, კომისია, რომელიც ამდენი წელი მუშაობდა, გარკვეული ბარიერის წინაშე აღმოჩნდა და ეს ბარიერი 2006 წლის შუალედური დასკვნა იყო. ამის მერე მოხდა რაღაცების გააქტიურება. ამასობაში მესაზღვრეები გაჩნდნენ. ამ ინფორმაციებმა, ანალიზმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ იქმნებოდა არაჯანსაღი ვითარება, რომ რაღაცა პოლიტიკური გადაწყვეტილება ან მიღებულია ან უნდა მიიღონ. 2016 წლიდან მეც მოვინდომე ამ საქმეში ჩართვა, რასაც ჰქვია რუკების პოვნა. ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ მითხრა, როგორი ტიპის რუკა უნდა ყოფილიყო, გადავამოწმე და გავარკვიე, რომელი რუკა უნდა ყოფილიყო. 1938 წელს გამოშვებული რუკა, რომელსაც აქვს წითელი, ბეჟი, 1:200 000. ეს იყო საბჭოთა პერიოდში გამოშვებული სპეციალიზირებული რუკები.

მე მქონდა საშუალება, ამ რუკების ძებნა დამეწყო უკრაინის და ყირგიზეთის არქივებში, მაგრამ ვერ მივაგენი. მე მქონდა ურთიერთობა ადამიანებთან, ვინც მოღვაწეობდნენ რუსეთში, მათ შორის ერთ-ერთია ადამიანი, ვინც რუსეთის ჯარის სტრუქტურაში იყო. მასთან მქონდა საუბარი. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ იყო, რუკა მოეცა, მთავარი იყო, მიეგნო, ვერ მიაგნო. ჩვენი რესურსით ვერ ვიპოვეთ, თუმცა მცდელობა იყო. სხვა დოკუმენტები ნაპოვნი იყო, მაგრამ რუკა ვერა“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.

ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ამასთან, პროკურატურამ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა