ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი - ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს მთავრობას და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას ეკისრება

ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც 1-ელ ოქტომბერს სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააკავეს, - ამის შესახებ ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპარლამენტარების თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას ეკისრება.

მიხეილ სააკაშვილი 27 დღეა შიმშილობს. შიმშილის პერიოდის გათვალისწინებით, მას გულის უკმარისობა ემუქრება. ციხეში არსებული სამედიცინო დაწესებულებები არ შეესაბამება საავადმყოფოს ნორმებს და შესაძლოა არ იყოს ადეკვატური საჭირო მკურნალობის უზრუნველსაყოფად. ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი გამოდის მოწოდებით, ყოფილი პრეზიდენტი ალტერნატიულ, სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ, სადაც ის კომპლექსურ სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი ასევე ხაზს უსვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს მთავრობას და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა