ოთარ გორგოძემ Central Banking - ის საერთაშორისო კონფერენციაზე რისკების მართვის ჩარჩოს მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ გორგოძემ ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემის Central Banking - ის მიერ ორგანიზებულ საშემოდგომო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ონლაინ-ფორმატში გაიმართა, მონაწილეებმა ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს და ვრცლად მიმოიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიც არის ვალუტა და საგადახდო სისტემები, ფინანსური ტექნოლოგიები, რეზერვების მართვა, კლიმატის რისკები, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა.

როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, ოთარ გორგოძემ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) რისკების მართვის ჩარჩოს შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების მონაწილეებს ოთარ გორგოძემ საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება გაუზიარა ამ მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა რისკების მართვის ჩარჩოს სპეციფიკაციებზე.

"ახლა, როცა კოვიდ-19 - ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოვდივართ და თანდათან ნორმალურ რიტმს ვუბრუნდებით, საჭიროა, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის მედეგობის კიდევ უფრო გაზრდა. კრიზისმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ გვასწავლა, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა. ეკონომიკური აგენტები სულ უფრო მეტად განიცდიან გაციფრულებას. ამის კვალდაკვალ, ციფრულმა ინფრასტრუქტურამ არა მხოლოდ გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უნდა დაუჭიროს მხარი, არამედ არასასურველი ეკონომიკური შოკების შემსუბუქებასაც უნდა შეუწყოს ხელი. რისკების პირობებში გონებაგახსნილი უნდა ვიყოთ, დიდი იმედები დავამყაროთ CBDC-ზე, პატარა ნაბიჯებით დავიწყოთ, სწრაფად ვიმოქმედოთ და ჩვენი ეკონომიკის საჭიროებებზე ადაპტირება ფხიზელი გონებით უნდა უზრუნველვყოთ", - განაცხადა ოთარ გორგოძემ.

ეროვნული ბანკის ცნობით, ღონისძიებას წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საბანკო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის