კახა კუჭავა - სანამ დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის თანამშრომლებს ბოდიშს არ მოუხდის, არ ვაპირებ მივცე თანხმობა ციხეში შესვლაზე

სანამ დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის თანამშრომლებს ბოდიშს არ მოუხდის, არ ვაპირებ მივცე თანხმობა ციხეში შესვლაზე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განუცხადა.

ამასთან, კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეშვება მათივე ფრაქციის მიერ მიწოდებული სიის მიხედვით ხდება.

"ფრაქციასთან კომუნიკაციაზე ვართ და ცვლილებებსაც ახორციელებენ, როცა საჭიროდ თვლიან. რაც მე მათთან კომუნიკაცია მქონდა, მამულაშვილი არასდროს უხსენებიათ.

ნონა მამულაშვილის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თანამშრომლებზე რამდენჯერმე შეურაცხყოფის მიყენება მოხდა. არც ერთი ასეთი შემთხვევის დროს მე პარლამენტში არ ვიმყოფებოდი. დღესაც მთელი დღე პარლამენტში ვიყავი და როდესაც შენობა დავტოვე, ამის შემდეგ მოვიდა კამერების თანხლებით. პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციაა მიიღოს გადაწყვეტილება - სანამ ნონა მამულაშვილი ბოდიშს არ მოუხდის პარლამენტის თანამშრომლებს, არ ვაპირებ მივცე თანხმობა ციხეში შესვლაზე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კახა კუჭავამ.

ნონა მამულაშვილის ინფორმაციით, ის 4 ოქტომბრიდან მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში შესვლას ცდილობს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარისგან შესაბამის თანხმობას ვერ იღებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს