IPSOS-ი​ ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს

"მთავარი არხი" IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

კითხვაზე, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ზუგდიდში შედეგები ასე გადანაწილდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ანზორ მელია - 54,7%

„ქართული ოცნება“ - მამუკა წოწერია - 45,3%

რაც შეეხება ბათუმს, კვლევის თანახმად, ბათუმში მონაცემები ასე ნაწილდება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი კირთაძე - 51,3%

„ქართული ოცნება“ - არჩილ ჩიქოვანი - 48,7%

IPSOS-ის კვლევის თანახმად ქუთაისის შედეგები ასე გამოიყურება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ხატია დეკანოიძე - 51,7%

„ქართული ოცნება“ - იოსებ ხახალეიშვილი - 48,3%

რაც შეეხება რუსთავს, კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - დავით კირკიტაძე - 53,1%

„ქართული ოცნება“ - ნინო ლაცაბიძე - 46,9%

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით "ქართულმა ოცნებამ" IPSOS-ის კვლევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კვლევის ნაწილი, რომელიც ზუგდიდის მერის არჩევნებს შეეხება, მანიპულირებულია. კერძოდ, თავად IPSOS-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატ მამუკა წოწერიას 51%-იანი მხარდაჭერა, ხოლო ოპოზიციის კანდიდატ ანზორ მელიას - 49%-იანი მხარდაჭერა აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო