მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე - მან ვა-ბანკით თამაში დიდი ხანია დაიწყო - აშკარაა, რომ არ აქვს სწორი წარმოდგენა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე

ვა-ბანკით თამაში მან უკვე დიდი ხანია დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლით „მღვრიე წყალში თევზის დაჭერას“ ცდილობდა, მაგრამ შეცდა.

„მას რა თქმა უნა, გარკვეული მცდარი მოლოდინები ჰქონდა. მეც არაერთხელ მითქვამს ეს და არაერთ ჩემს კოლეგას, რომ აშკარაა, მას არ აქვს სწორი წარმოდგენა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. მას რეალურად ჰქონდა ამ კარტების გათამაშების სურვილი, რომ ჩამოსულიყო. ვარაუდობდა, რომ „ქართული ოცნება“ 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, უცნაური მოვლენების ტალღა, რა-რია და აჟიოტაჟი დაიწყებოდა. ამ ფონზე ის შეეცდებოდა შეექმნა მითი ქართული სამართალდამცავი ორგანოს ჩამოშლის შესახებ, როგორც უყვარს ამის აღნიშვნა და ამ ფონზე, მღვრიე წყალში მერე თევზის დაჭერა. აშკარად შეეშალა ეს გათვლებში და ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, სადაც უკან დახევის პერსპექტივა არ გააჩნია, თორემ მერწმუნეთ, ის ამას არ გააკეთებდა. ახლა კი არის იმაზე საუბარი, ჩაბარდაო, მაგრამ თქვენც არ გჯერათ იმის, რო ეს ჩაბარება იყო“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ ხსნის, რატომ მიიჩნევს თავს უდანაშაულოდ.

„მას ჰგონია, უფლება აქვს, საზოგადოებას არც აუხსნას მისი როლი ამ დანაშაულებში. მაგალითად, თქვას, რომ გელაშვილის საქმესთან შეხება არ აქვს. სასამართლოზე გამოსვლის სრულფასოვანი შესაძლებლობა ჰქონდა სამი ინსტანციის ფარგლებში, ყველა ინსტანციაში შეეძლო, რომ პოზიცია წარმოედგინა“,-განაცხადა სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს