მიხეილ სააკაშვილი - დიმიტრი გორდონი ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია, მომხდარი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა, ყველა ნორმალური ქართველის სახელით, მინდა, ბოდიში მოვუხადო

დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია, მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა”,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში იმ ფაქტს, რომ უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გორდონი საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარია.

„დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსულ და უკრაინულენოვან სამყაროში. ის საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარია. მისი მეუღლე ალესია ასევე ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და ჩვენი გულშემატკივარია. გორდონის პირადი მტრებია პუტინი და ლუკაშენკო. დღეს კი, მათმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა თაყვანისმცემელმა, სამწუხაროდ, იხილა, რომ საქართველო, ოდესღაც - დემოკრატიის შუქურა რუსეთზე უარესი ხდება. მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რომ ცდილობდნენ საქართველოში შემოსვლას და მათდამი მოპყრობისთვის, ყველა ნორმალური ქართველის სახელით, ბოდიში მოვუხადო”,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს, რატომ ეთქვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატ ევგენი გრუშოვეცსა და უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი. „ინტერპრესნიუსი“ უწყებისგან შესაბამის განცხადებას უკვე მეორე დღეა ელოდება, თუმცა შსს-ში კომენტარი დღესაც არ კეთდება.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის განცხადებით, საქართველოში შესვლაზე უარი ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს და უკრაინაში გააბრუნეს. მისივე თქმით, ბორტგამცილებელმა მას „დეპორტირებული მგზავრი“ უწოდა.იგივეს აცხადებს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, რომლის თქმითაც, საქართველოში შესვლაზე უარის თქმისა და დეპორტაციის მიზეზი მისთვის არავის განუმარტავს. გორდონის შეფასებით, რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია საქართველოს ხელისუფლებისთვის.

„ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა, მითუმეტეს მოძმე საქართველოდან, რომლის მეგობარი ძალიან ბევრი წელია ვარ“, - განაცხადა გორდონმა საქართველოდან დეპორტაციის შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა