მიხეილ სარჯველაძე უკრაინელი ადვოკატის და ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვებაზე - არ მგონია, რომ ასეთი ტიპის საკითხები, ხელის შემშლელი აღმოჩნდეს ქართულ-უკრაინული ურთიერთობისთვის

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ უკრაინელი ადვოკატის და ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვება რაიმე წინაღობა და ხელის შემშლელი აღმოჩნდეს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში.

როგორც მან აღნიშნა, აბსურდის თეატრია დასკვნები, რომელიც ამ გადაწყვეტილებას „საქართველოს რუსეთიზაციის პოლიტიკით ხსნის“.

„რატომ არ შემოუშვეს, ამას სჭირდება გარკვევა, ამაზე ბუნებრივია, ჩვენც ინტერესი გვექნება და თქვენც შეიტყობთ, რამდენად მართლზომიერი იყო ეს გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილიყვნენ შემოშვებული კონკრეტული პირები. თუმცა, იმავე დელეგაციის სხვა წევრები იყვნენ შემოშვებული, ტექნიკური დაბრკოლებებიც იყო, როგორც მოვისმინეთ, თუმცა, ამის მიუხედავად, გარკვეულმა ნაწილმა მაინც შეძლო შემოსვლა საქართველოში. მე არ მგონია, რომ ასეთი ტიპის საკითხები, მითუმეტეს, თუ ის მართლზომიერად ხორციელდება, წინაღობა და ხელის შემშლელი აღმოჩნდეს ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის, ეს სწორი არ იქნებოდა. რაც შეეხება უცნაურ დასკვნებს, რომ ეს რუსეთიზაციის პოლიტიკით უნდა აიხსნას, ეს აბსურდის თეატრია და რეალობასთან შეხება არ აქვს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, უკრაინელ ჟურნალისტს დიმიტრი გორდონს და უკრაინელ ადვოკატს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა. ასევე, უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, გარკვეული დაბრკოლებები შეექმნა მასაც, თუმცა, საბოლოოდ, ლუდმილა დენოსვამ საქართველოში შემოსვლა შეძლო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს