ირაკლი კობახიძე - IPSOS-მა დაადასტურა, რომ ჩვენი კანდიდატები იგებენ 20-ვე მუნიციპალიტეტში - ეს იყო თვითლუსტრაცია, რაც განახორციელა სასოწარკვეთილმა გვარამიამ თავისი სიზმრების დემონსტრირებით

IPSOS-მა რეალურად დაადასტურა, რომ ჩვენი კანდიდატები იგებენ 20-ვე მუნიციპალიტეტში. ეს იყო, პრაქტიკულად, თვითლუსტრაცია, რაც განახორციელა გუშინ სასოწარკვეთილმა გვარამიამ თავისი სიზმრების დემონსტრირებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, IPSOS-ის კვლევებსა და რეალურ შედეგებს შორის მინიმუმ 9%-იანი აცდენა არსებობს.

ამასთანავე, როგორც კობახიძემ აღნიშნა „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ტურში 20-ვე მუნიციპალიტეტში უნდა გაიმარჯვოს, რათა „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთ მუნიციპალიტეტში არ მიეცეს ხალხის დაზარალების საშუალება.

„IPSOS-ის კვლევებს რაც შეეხება, 12%-იანი აცდენა ჰქონდა პირველი კვლევის შემთხვევაში და საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა 9%-იანი აცდენა, ანუ მინიმუმ 9%-იანი აცდენა აქვთ ხოლმე. შეგიძლიათ, ჩვენი კანდიდატების მაჩვენებლებს დაუმატოთ 9-9% და დაახლოებით, მიიღებთ ჩვენი კანდიდატების ქვედა ზღვარს.

IPSOS-მა რეალურად დაადასტურა, რომ ჩვენი კანდიდატები იგებენ 20-ვე მუნიციპალიტეტში. ეს იყო, პრაქტიკულად, თვითლუსტრაცია, რაც განახორციელა გუშინ სასოწარკვეთილმა გვარამიამ თავისი სიზმრების დემონსტრირებით.

ჩვენი მოლოდინი არის, რა თქმა უნდა, გამარჯვება 20-ვე მუნიციპალიტეტში. ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, ვართ სრულად მობილიზებული და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ერთიანობის პირობებში და ხალხის მობილიზაციის პირობებში ეს გამარჯვება აუცილებლად დადგება. ჩვენ გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, 2 ოქტომბერს ჩვენ ამ ე.წ რეფერენდუმში გავიმარჯვეთ და მთავარი საქმე არის, რა თქმა უნდა, მოთავებული, მაგრამ 30 ოქტომბერს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი 20-ვე მუნიციპალიტეტის მოგება, იმიტომ, რომ არც ერთ მუნიციპალიტეტში ჩვენ არ მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის დაზარალების საშუალება. მაგალითად იმის საშუალება, რასაც გიგი უგულავა აკეთებდა 2012-2014 წლებში, როდესაც საბოტაჟით თბილისელები დააზარალა და მთელი თანხები, ნაცვლად ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობისა, მიმართა საკუთარი აქტივის დასაქმებაზე, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ ჩვენ „ნაცმოძრაობას“ არც ერთ მუნიციპალიტეტში, შესაბამისად 20-ვე შემთხვევაში უნდა მოვიგოთ არჩევნები,“- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" IPSOS-ის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

კითხვაზე, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, კვლევის თანახმად, შედეგები ასე გადანაწილდა.

ნიკა მელია - 48,4%

კახა კალაძე - 51,6%

ამასთანავე, კითხვაზე, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ზუგდიდში შედეგები ასე გადანაწილდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ანზორ მელია - 54,7%

„ქართული ოცნება“ - მამუკა წოწერია - 45,3%

რაც შეეხება ბათუმს, კვლევის თანახმად, ბათუმში მონაცემები ასე ნაწილდება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი კირთაძე - 51,3%

„ქართული ოცნება“ - არჩილ ჩიქოვანი - 48,7%

IPSOS-ის კვლევის თანახმად ქუთაისის შედეგები ასე გამოიყურება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ხატია დეკანოიძე - 51,7%

„ქართული ოცნება“ - იოსებ ხახალეიშვილი - 48,3%

რაც შეეხება რუსთავს, კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - დავით კირკიტაძე - 53,1%

„ქართული ოცნება“ - ნინო ლაცაბიძე - 46,9%

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევა ჩაატარა IPSOS-გლობალმა, "მთავარი არხის" დაკვეთით. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 3%-ია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო