გიორგი ხელაშვილი - არჩევნების წაგების შემდეგ ნიკა მელია გახდება ერთ-ერთი შალვა ნათელაშვილი ან უკეთეს შემთხვევაში, გიორგი გახარია

დღევანდელი ძალთა განაწილება, „ნაციონალური მოძრაობის“ პოპულარობა გამოწვეულია იმ მძიმე ორწლიანი ვითარებით, რაც ქვეყანას თავს მოახვია კოვიდპანდემიამ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ხელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წაგების შემდეგ დაიშლება.

„არჩევნებზე ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა, ეს იყო არა მათი გულმხურვალე მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან მცირე არიან და კიდევ უფრო მცირდებიან, არამედ ეს იყო მოსახლეობა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სრულიად გასაგები მიზეზების გამო პანდემიური გამოწვევების, ეკონომიკური გაჭირვების გამო, არის რადიკალიზებული.

ჩვენი არჩევანი რომ იყოს ხვალვე დავივიწყებდით „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ გასვლით პოლიტიკური სცენიდან, რაც აუცილებლად მოხდება, არჩევნებში წაგების შემდეგ ისინი დაიშლებიან. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ მათი დაშლა. ამ არჩევნების წაგების შემდეგ მელია სად დაიკარგება, გახდება ერთ-ერთი შალვა ნათელაშვილი ან გიორგი გახარია, უკეთეს შემთხვევაში“, - განაცხადა ხელაშვილმა.

გარდა ამისა ის გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციას და აღნიშნა, რომ ეს აქცია იყო იმისთვის, რომ პარტიას საქართველოს მოსახლეობა დაერწმუნებინა მზადყოფნაში, რომ ისინი მზად არიან მართონ ქვეყანა შემდეგი 4 წლის განმავლობაში.

„აქციის გზავნილმა თავისი ადრესატი, რა თქმა უნდა, იპოვა და არ მგონია, რომ განსაკუთრებული სამიზნე აუდიტორია ყოფილიყო. ხელისუფლებას კონტრაქცია არ სჭირდება. ეს არის პრაქტიკა, როდესაც მხარე,თუნდაც მმართველი ძალა ატარებს მიტინგს იმისთვის, რომ ცხადი გახადოს თავისი ამომრჩევლისთვის, რომ ის გადამწყვეტად არის განწყობილი“, - აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია