საია „ქართული ოცნების" მიერ გამართულ მხარდამჭერთა აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტს შეისწავლის

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების" მიერ გამართულ მხარდამჭერთა აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტს შეისწავლის.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინდელ აქციასთან მიმართებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს.

„იყო გარკვეული კითხვები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, მოსყიდვის ფაქტებზე, ჩევნ შევისწავლით ამ ფაქტებს. დანამდვილებით ამ ეტაპისთვის ვერ ვიტყვით იმიტომ, რომ გუშინ იყო აქცია, გადავამოწმებთ და შევისწავლით იმ შემთხვევებს, რომელზე საუბარი მედიაშიც იყო. ასევე სხვა წყაროებიდანაც შევეცდებით მივიღოთ ეს ინფორმაცია", - განაცხადა სვიმონიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ქართულმა ოცნებამ" თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერთა შეკრება გამართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა