კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამებთან იწყებს თანამშრომლობას

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა (CCEH), გურიის რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარების მიზნით და საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია ავრცელებს.

ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართა, ესწრებოდნენ USAID საქართველოს წარმომადგენლები, დევიდ ჰოფმანი, მისიის დირექტორის მოადგილე, მარიკა ოლსენი, ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, USAID-ის ენერგეტიკის უსაფრთხოების პროგრამის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

„USAID-ის ეკონომიკური პროგრამასთან პარტნიორობის ფარგლებში, გურიის რეგიონში ორი მნიშნველოვანი ინიციატივა განხორცილედება. პირველი ინიციატივა გულისხმობს “გურიის ჩაის გზის” შექმნას, რაც მოიცავს ტურისტული პროდუქტების განვითარებას, ჩაის მწარმოებლების შესაძლებლობების გაზრდას, “გურიის ჩაის გზის” ასოციაციის მხარდაჭერას და ტურიზმის ინდუსტრიასთან საბაზრო კავშირების შექმნას, რათა რეგიონში ჩაის პოზიციონირება ისევე მოხდეს, როგორც კახეთში ღვინის. მარშრუტი დააკავშირებს ერთმანეთთან რამდენიმე მამულს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მდებარეობა, აწარმოებენ ავთენტურ პროდუქციას, და რაც მთავარია აქვთ ტურისტების გამასპინძლების შესაძლებლობა. სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ჩაი, მიირთვან ადგილობრივი კერძები და რაც მთავარია ახლოს გაეცნონ გურული სოფლების ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ის გულისხმობს მიზანშეწონილობის კვლევის განხორციელებას და 36 კმ-იანი სიგრძის საფეხმავლო მარშრუტის შექმნას, რომელიც გურიის მთიან ტერიტორიებს, კერძოდ გამისმთასა და ბახმაროს აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძისთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში ჩართული პარტნიორები უზურნველყოფენ მცირე საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობას, რომელიც დაკავშირებული იქნება აღნიშნულ სამარშრუტო გზასთან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას ოთხივე სეზონის განმავლობაში იმოგზაურონ და დაკავდნენ მათთვის სასურველი აქტივობებით.

“USAID-ისეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სიამოვნებით თანამშრომლობს კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგთან (CCEH) გურიის რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაზრდელად. ეკო-ტურიზმის განვითარებით, რომელიც ორიენტირებულია რეგიონში ჩაის წარმოებაზე, ასევე, მისი მთის სათავგადასავლო გამოცდილების გაზრდაზე, უდავოდ მოხდება მაღალი ღირებულების, გამოცდილი საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა და რეგიონით დაინტერესება, რომელთაც სურთ საქართველოს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის გაცნობა”, - აღნიშნა USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა.

აღნიშნული პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას, რაც ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას.

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის პარტნიორობა გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წინსვლის ხელშეწყობას და ამ მიმართულებით, მდგრადი შედეგების უზრუნველყოფას. ერთობლივი მიდგომა საკითხისადმი, გურიის რეგიონში წაახალისებს კრეატიულ გაერთიანებებს და კავშირებს, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორში ინვესტიციების ზრდას, რათა საქართველომ შეძლოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი გენერაციის ობიექტების აშენება.

“ჩვენი, როგორც ინვესტორის მიზანია ჰიდროენერგეტიკული პროექტების დეცენტრალიზაცია, რაც სოციალურ-ეკონომიკური კუთხით ხელშესახები ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობებს მოიტანს რეგიონებისთვის. ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის პოლიტიკა, დიდწილად მიმართულია ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვიცით რა, ადგილობრივი საჭიროებები, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ სოციალურ პროექტებს, თუმცა, ამავე დროს მაქსიმალურად ვიყენებთ შესაძლებლობებს და ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც, ვცდილობთ მიმზიდველი გავხადოთ გურიის რეგიონი პოტენციური დონორებისთვის და ინვესტორებისთვის. დღევანდელი დღე სწორედ ამ მუშაობის შედეგია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების და USAID -ის საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამებთან და ამით, ვიწყებთ თანამშრომლობას მათთან გურიის რეგიონის განვითარებისთვის და ხელშესახები ცვლილებებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით”, - განაცხადა კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა