დეპუტატი როსტომ ჩხეიძე - საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება, რაშიც ხელისუფლებამ ჩააყენა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძალიან მძიმე, გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება, რაშიც ხელისუფლებამ ჩააყენა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მისულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, როსტომ ჩხეიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანური მოვალეობაა, რომ პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს უთანაგრძნოს.

„მეც მინდა ვუთანაგრძნო, ვანუგეშო და გავამხნევო კიდეც. მინდა ვუთხრა, რომ ესეც ჩაივლის. ჩვენ ვდგავართ გარდაუვალი ცვლილებების წინაშე. ეს აუცილებლად მოხდება, რაც მალე, მით უკეთესი, მაგრამ ეს არ მოხდება მიხეილ სააკაშვილისგან გადმოდებული მუხტის გარეშე.

დიდი იმედი მაქვს, რომ 2 დღეში ეს აღსრულდება და თითოეულ ჩვენგანს გვეცოდინება, რომ საქართველოს ბედი მისი მოსახლეობის ხელშია", - განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა